თეგი: კარა მაკდონალდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს კარა მაკდონალდს შეხვდა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი, გურამ იმნაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „მძიმე პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობას". „ცხადია, დავაფიქსირეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ გაუარესებული ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და მართლმსაჯულების რეფორმის ჩავარდნის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა, ხალხი, ნამდვილად იმსახურებს მორიგ პოზიტიურ პასუხს ევროპარლამენტისგან, ევროკომისიისგან", - განაცხადა იმნაძემ. „ჩვენ გადავეცით საიას და „საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ მომზადებული შეფასება ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებითაც ის ძალიან კარგად იყო ინფორმირებული. ჩვენი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და რა როლს თამაშობს ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე, როგორ უშლის რეალურად ქვეყენას ხელს", - აცხადებს თავის მხრივ, საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის განცადებით, აშშ დეტალურად ინფორმირებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, რომელიც რეფორმების კუთხით ერთ დროს რეგიონის ლიდერი იყო. ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.  

აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების პირადად შესასწავლად, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდა. ამერიკის საელჩოს ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს კანონის უზენაესობა, სასამართლო, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები საქართველოში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს კარა მაკდონალდმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის მტკიცე ერთგულების შესახებ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმები არის გზა მათ მისაღწევად.

რა საკითხები განიხილა კარა მაკდონალდმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი თბილისში ვიზიტისას საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა, რათა განეხილა გამოწვევები და შესაძლებლობები, საქართველოს დემოკრატიის განვითარების 30-წლიანი პარტნიორობის გზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი „ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულშია. ამ საყოველთაო ფუნდამენტური უფლებების აღსრულების მხარდაჭერაში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს ერთგული ვრჩებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.  

კარა მაკდონალდი ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი თბილისში ვიზიტისას ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ნიკო თათულაშვილს შეხვდა. რა საკითხები განიხილა კარა მაკდონალდმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას  აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი მხარეებმა განიხილეს საქართველოს ვალდებულებები ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების უფლებების დაცვის კუთხით.  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.  

ამერიკის საელჩო: დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს, მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი თბილისში ვიზიტისას ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.  კარა მაკდონალდი ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა „ნებისმიერ წარმატებულ დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით. საქართველოს ოპოზიციური პარტიების შთამბეჭდავი მრავალფეროვნება აქვს და სასიამოვნოა მათი მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ძალისხმევის ხილვა“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.   რა საკითხები განიხილა კარა მაკდონალდმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი დღეს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის ერთგულება პლურალისტული, ინკლუზიური მმართველობის მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.

რა გზავნილებით ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მეორე მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კარა მაკდონალდმა სამოქალაქო საზოგადოების და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონიდან ჩამოტანილ გზავნილები საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას შეეხება. „მე ჩამოვედი საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და დემოკრატიული მისწრაფებისადმი ამერიკის ღრმა მხარდაჭერის გზავნილით. ეს არის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, წარმატების, კეთილდღეობის გარანტს და ამ მისწრაფების გზა ნათელია და ის მოითხოვს მძიმე შრომას, ბევრი რამ მიიღწა, ჩვენ ამის ნაწილად ვგრძობთ თავს, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“,- განაცხადა კარა მაკდონალდა. მისივე თქმით, საქართველოში გამართული შეხვედრების მიზანი იყო, ქვეყანაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები დაენახა. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი „ჩვენ გვქონდა ფართო და პროდუქციული საუბარი დემოკრატიული განვითარების, საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის შესახებ და საფუძვლიანად, იმაზე, როგორ დავეხმაროთ საქართველოს მიზანს, რაც არის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია. ასევე, ვაშინგტონიდან ჩამოვიტანე გზავნილი - ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ. რა საკითხები განიხილა კარა მაკდონალდმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას ჩემი ვიზიტი ემთხვევა იმ უპრეცედენტო რეგიონულ გამოწვევებს, ეს გახლავთ პუტინის მხრიდან არაპროვოცირებული, გაუმართლებელი ხელახალი შეჭრა უკრაინაში, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოსთვის ძალიან ახლობელია, მაგრამ ეს არის ასევე უნიკალური შესაძლოებლობის დრო საქართველოსთვის და ჩემი გზავნილია არ დაკარგოთ ეს შესაძლებლობა, გაერთიანდით, გაერთიანდით იმის გარშემო რასაც საქართველოს ხალხი და თქვენ ყველანი გძნობთ, რომ გსურთ. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი ამ საქმეში ბევრი მხარდამჭერი გყავთ, ეს შევნიშნე სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელსაც დღეს შევხვდი, შევხვდი ასევე სახალხო დამცევლის ოფისს, ბევრი მხარადმაჭერია საერთაშორისო საზოგადოებაში, თქვენსავე საზოგადოებაში და ამერიკა რჩება თქვენდამი ერთგული. ჩვენ ვრჩებით თქვენი ერთგული“, - განაცხადა კარა მაკდონალდმა ქართული მედიის ცნობით. კარა მაკდონალდი ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს ამერიკის საელჩო: დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს, მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით

კარა მაკდონალდი: საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს დიდი მეგობარია. კარა მაკდონალდის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას. „საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს. ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ“, - განაცხადა კარა მაკდონალდმა.  მისივე თქმით, პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა. ის არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არამხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან. „ზუსტად ეს არის გამარჯვების სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“, - აცხადებს კარა მაკდონალდი.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს: არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხალხის სოლიდარობის აუცილებლობაზე საუბრობს. კარა მაკდონალდსის თქმით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მისწრაფებებს შეერთებული შტატები მხარს უჭერს და მზადაა დახმარევის გასაწევად, თუმცა აუცილებელია ქვეყნის შიგნით ერთიანობა. კარა მაკდონალდი: ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა „ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს, ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეგით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“, - განუცხადა მაკდოალდმა ჟურნალისტებს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს დიდი მეგობარია. კარა მაკდონალდის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას. „საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს. ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ“, - განაცხადა კარა მაკდონალდმა.  მისივე თქმით, პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა. ის არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არამხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან. „ზუსტად ეს არის გამარჯვების სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“, - აცხადებს კარა მაკდონალდი.

კარა მაკდონალდი: ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა

„ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა მედიასთან განაცხადა. „სასიამოვნოა კვლავ თბილისში დაბრუნება. აქ ვესწრები საერთაშორისო კონფერენციას - „დიდება უკრაინას", რათა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე, საქართველოს მიმართ. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჯერა, რომ ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არის 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენა. ეს არ არის დიდი სახელმწიფოების დაპირისპირება, ეს ეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო წესრიგს, რომელიც გაეროს ქარტიის სახით ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ორ კვირაში მსოფლიოს ლიდერები ნიუ-იორკში შეხვდებიან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და ჩვენი, აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გაეროს ქარტიის მხარდაჭერა. არ არსებობს იმაზე უფრო მკაფიო და უტიფარი მაგალითი ავტორიტარიზმის საფრთხისა, ვიდრე რუსეთის ეს არაპროვოცირებული, არაკეთილსინდისიერი, გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ გამსჭვალული ვართ მამაცი უკრაინელების მხარდაჭერის სულისკვეთებით. დღეს შევხვდი უკრაინელ დევნილებს, რომლებმაც ენით აღუწერელი სისასტიკე გამოიარეს რუსეთის ფილტრაციის ბანაკებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე პასუხისგება. ქართველებისთვის ცნობილია ის, რაც გამოარეს უკრაინელებმა, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია. ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს, ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეგით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“, - განუცხადა მაკდონალდმა ჟურნალისტებს.  

კარა მაკდონალდი: ელჩ დეგნანს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს

ელჩ კელი დეგნანისადმი ვაშინგტონის მხარდამჭერი გზავნილი თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმაც ჩამოიტანა. ამ შინაარსის კომენტარი მან მედიასთან, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გააკეთა. „ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს, ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეგით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“, - განუცხადა მაკდონალდმა ჟურნალისტებს. კელი დეგნანისადმი მხარდაჭერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 21 ივლისს, მას შემდეგ დააფიქსირა, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ელჩი გააკრიტიკეს. ნედ პრაისმა თავისი ყოველდღიური ბრიფინგი სწორედ ხსენებული თემით გახსნა.

კარა მაკდონალდი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. მხარეებმა, საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა სტუმარს დეტალურად გააცნეს ხელისუფლების გეგმა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა „ღირსეული პარტნიორი 2022“-ს სწავლების მნიშვნელობას. კარა მაკდონალდი საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში გაიმართა.